სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი საავტომობილო გზის ამოქმედებამდე, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველსაყოფად, ომალოსა და მიმდებარე სოფლებში რეგულარულად იფრენს და მესაზღვრეებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობასაც მოემსახურება.
მეწყრული პროცესების შედეგად, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე და 57 კმ-ზე დაზიანდა საავტომობილო გზა და ტრანსპორტის გადაადგილება თუშეთის მიმართულებით აკრძალულია.