„მადლობას ვწირავ ღმერთს თითოეული წამისთვის, მადლობას ვუხდი ოჯახს, ყველა გულშემატკივარს, მადლობა მეუფე პეტრეს, რომელიც ჩემს მსგავსად უდანაშაულოდ დაისაჯა - ბრძოლა გრძელდება“ - განაცხადა პატიმრობიდან გათავისუფლებულმა დეკანოზმა
დეკანოზი 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს და მას პატრიარქის მდივან - რეფერატის, შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მომზადების მცდელობა დასდეს ბრალად.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომელმაც საქართველოს მთავრობას დეკანოზი მამალაძისთვის 9 418 ლარის გადახდა დააკისრა.