„იმ კაცს, ვინც მას შეჰპირდა, გადაგდებები სჩვევია და ჩვეულებრივი ამბავია მისთვის, მაგრამ ახლა, ამ წუთის მდგომარეობით, ეს გაგიჟება და მოწადინება კობახიძის მხრიდან ამით არის მოტივირებული“.
„მე არ მაქვს განსაკუთრებული მოლოდინი, რომ საქართველოს ხელისუფლება რეალური და ქმედითი პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, თუმცა მგონია, რომ ფორმალურად დაიწყებენ ამ საკითხის მოკვლევას“.
„კითხვებს დასვამ და მაშინვე სვავებივით შემოგივარდებიან ოჯახის სიწმინდის /LGBTQ და მოღალატის ძახილით. ხოდა, მაგ წმინდა ოჯახებსაც შეიძლება გამოეცალოთ ფეხქვეშ მიწა და გზატკეცილი“. – წერს თინა ხიდაშელი.