ფიზიკური პირებისთვის ტარიფი უცვლელი რჩება, ხოლო იურიდიული პირების /კომერციული ორგანიზაციებისთვის განისაზღვრა დასუფთავების მოსაკრებლის ახალი განაკვეთები.
ირაკლი ხმალაძის თქმით, ამ მიმართულებით, ბიზნეს სექტორის სუბსიდირებაში, დაახლოებით, 20 მილიონი ლარი იხარჯება, რაც სწორი არ არის. შესაბამისად, მუნიციპალიტეტს შემოაქვს ინიციატივა, აღნიშნული სექტორისთვის დასუფთავების მოსაკრებლის 1 კუბურ მეტრზე 15-დან 25 ლარამდე გაზრდის შესახებ.
ირაკლი ბაღდავაძე დასუფთავების სამსახურის შრომითი კოლექტივის უკანონოდ გაფიცვის ორგანიზების, თანამშრომლებთან დაპირისპირებისა და მათზე მუქარის გამო გათავისუფლდა.