„უზარმაზარი გვირაბია ამოყვანილი, მოპირკეთება სჭირდებოდა და აქედან მთელი მუხიანის და თემქის მცხოვრებლები ამოვიდოდნენ. ახლა ხომ გაიღვიძა მერიამ და მიხვდა, რომ მეტროს ყურადღება სჭირდება.“
„ფორტუნას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, რომ ამის მიზეზი ტურნიკეტებია, რომელთაც პრობლემა შეექმნა. მათივე ცნობით, შესაბამისი ჯგუფები პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობენ.