"თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელის, გიორგი ბახტურიძის განცხადებით, მათ "სირცხვილის კორიდორი" მოუწყვეს სემინარის იმ ორგანიზატორებს, რომლებიც თამბაქოს ინდუსტრიას პოპულარიზაციას უწევენ.
"რეფორმის ყველაზე მასშტაბური შედეგია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების, დახურული სივრცის თამბაქოს კვამლისგან გათავისუფლება" - აცხადებენ თამბაქოს კონტროლის ალიანსში.
ალიანსი მოითხოვს, ჯანდაცვის სამინისტრომ შეწყვიტოს ყოველგვარი კომუნიკაცია თამბაქოს ინდუსტრიასთან და არ გაითვალისწინოს ინდუსტრიის არანაირი წინადადება, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას.
ვიმედოვნებთ, მომავალი წლის 29 მარტისთვის, მთავრობა გამოწვევად დაისახავს, მოიშოროს თამბაქოს ინდუსტრიისგან მართვადის იარლიყი და პირველ რიგში, პარლამენტთან ერთად თამბაქოს კონტროლის კანონის კიდევ უფრო სრულყოფას შეეცდება.