„31 აგვისტო არის ჩვენი თავისუფლების დღე. ამერიკის საოკუპაციო ძალები და ნატო-ს ძალები ქვეყნიდან გაიქცნენ", - განაცხადა „თალიბანის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა ყარი საიდ ხოსტიმ.
„პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავიწყოთ მისიები მკაფიო მისაღწევი მიზნებით და არა იმით, რასაც ვერასდროს მივაღწევთ. ორიენტირებული შტატებისეროვნული უსაფრთხოების ფუნდამენტურ ინტერესებზე ვიქნებით,“- აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
„მომავალში თალიბანის მთავრობასთან ნებისმიერი თანამშრომლობა მხოლოდ ერთი რამით იქნება გამოწვეული - ჩვენი სასიცოცხლო მნიშვნელობის ინტერესები“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
სხვადასხვა სახელმწიფოს პირველი პირების განცხადებით, თალიბანისგან გარანტია მიიღეს, რომ მათი მოქალაქეები და შესაბამისი დოკუმენტაციის მქონე ავღანელები ქვეყანას უსაფრთხოდ დატოვებენ.