სამი პარტია აღნიშნავს, რომ ძალადობრივი ფონის შესაცვლელად, ვითარების გაჯანსაღებისათვის აუცილებელია ფუნდამენტური და კომპლექსური პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცვლილებები.
„ეს ყველაფერი უკვე ფასადია, ამის უკან დგას ღრმა პოლიტიკური კრიზისი, არ ჰყავთ მომავლის ლიდერები, არ აქვთ მომავლის გეგმა და ხვდებიან, რომ არჩევნებში სერიოზული შედეგის მიღება გაუჭირდებათ“ - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.