„სასამართლომ მომჩივნებს ერთობლივად მიაკუთვნა 10 000 ევრო მორალური ზიანისთვის და 15 000 ევრო ხარჯების ანაზღაურებისთვის“ - წერია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„სასამართლომ კრიტიკულად შეაფასა ის რეალობა, რომ დაზარალებულის სტატუსის არ ქონის გამო, მაჩალიკაშვილების ოჯახმა გამოძიების შეწყვეტის თაობაზე პროკურატურის საბოლოო გადაწყვეტილების გასაჩივრება ვერ შეძლო“ - აცხადებენ სოციალური სამართლიანობის ცენტრში.
საია-ს განცხადებით 5 ივლისს დაირღვა ევროპული კონვენციის 4 მუხლი: წამების აკრძალვა, გამოხატვის თავისუფლება, სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა.