როგორც მეზობლები ჰყვებიან, მამაკაცი იყო მოძალადე და ის ფიზიკურად ხშირად უსწორდებოდა როგორც მეუღლეს, ასევე შვილს. ახალ წლამდე ცოტა ხნით ადრე კი მათ სახლის დატოვებაც მოსთხოვა.
ფოტოხელოვანი და სამოქალაქო აქტივისტი, გოგა ჩანადირი საგარეჯოში მომხდარ შემთხვევას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ქვეყანაში ფსიქოლოგიური დახმარებისთვის მნიშვნელოვანია, შეიქმნას სპეციალური სახელმწიფო პროგრამები.
„იქნება ცვლილებები შეტანილი კანონმდებლობაში, რეგისტრირებული იარაღის გადატანასთან, სანადირო იარაღად მიჩნევასთან დაკავშირებით და ა.შ. რეგულაციები კიდევ უფრო მეტად გამკაცრდება.“ – განაცხადა მათიკაშვილმა.