ბავშვების ტრავმამ რა თქმა უნდა დეფიციტი არ გამოიწვია, მაგრამ ქვეყანაში არის სისხლის კომპონენტების დეფიციტი!, - ამის შესახებ შპს „სისხლს ბანკის“ დირექტორმა, დავით ლოლიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, განცხადება, რომ ქვეყანაში სისხლის კომპნენტების დეფიციტია, მომხდარ ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრეც გაკეთდა, რომელიც სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელდა.
როდესაც სისხლის ბანკი ცდილობს, რომ უბედური შემთხვევა საკუთარი მარკეტინგისთვის გამოიყენოს, მოიზიდოს უფასო დონორები და დაამზადოს პროდუქტი, რომელიც შემდგომ კომერციულად უნდა გაყიდოს, ამ ფაქტის შეფასებას საზოგადოებას შევთავაზებ, თან ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც ქვეყანაში გლოვის დღეა გამოცხადებული, - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იაშვილის კლინიკაში არსებული სისხლის ბანკის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სისხლის მარაგის დეფიციტის შესახებ.