საზოგადოება ბევრი ადამიანი ელოდება Pfizer-ის ვაქცინას, რაც „დელტა“ ვარიანტის სწრაფი ზრდის პირობებში არასწორია: ივანე ჩხაიძე ნათია ხარებაშვილი 22 ივლისი, 2021 მისივე განცხადებით, „ოთხივე ვაქცინა, რომელიც საქართველოშია, ადამიანებს „დელტა“ ვარიანტით ინფიცირებისგან სხვადასხვა პროცენტით იცავს“.
საზოგადოება აღდგენილია და ფუნქციონირებს აცრების დაჯავშნის ელექტრონული პორტალი: NCDC 4 ივლისი, 2021 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისათვის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებულია სინოფარმის ვაქცინით აცრის მსურველთა 14 ათასამდე ჯავშანი.
საზოგადოება მოქალაქეებს, რომლებიც „ასტრაზენეკას“ პირველ დოზაზე იყვნენ ჩაწერილი, შესაძლოა, „სინოფარმით“ ან „სინოვაკით“ აცრა შევთავაზოთ, რა თქმა უნდა, თუ დაგვთანხმდებიან: ამირან გამყრელიძე 22 ივნისი, 2021 მისი განმარტებით, მიმდინარეობს „იუნისეფთან“ მუშაობა, რათა დაზუსტდეს, როდის იქნება „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 000 დოზა საქართველოში.
საზოგადოება სანამ ქვეყანაში მოსახლეობის მინიმუმ 30% ხარისხიანი ვაქცინით არ იქნება აცრილი, შეზღუდვების მოხსნა სავალალო შედეგს გამოიღებს: თამარ ჟამურაშვილი 19 ივნისი, 2021 მისივე განმარტებით, ჩინური ვაქცინის შემთხვევაში კიდევ მეტი უნდა იყოს აცრილი სტაბილურობის მისაღწევად და არა მხოლოდ 30%.
საზოგადოება ივლისი-ოქტომბრის პერიოდში საქართველო ვაქცინის 3 მილიონ 200 000-ზე მეტ დოზას მიიღებს 14 ივნისი, 2021 ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.