„ამ ადამიანებს საცხოვრებელი გარემო ენგრევათ, საცხოვრებელი სახლები ენგრევათ და ამაზე, დღემდე, არცერთ ოფიციალურ უწყებას პასუხისმგებლობა არ აუღია,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
სოფელ შუქრუთის 10 მოქალაქე უკვე მე-9 დღეა ამერიკის საელჩოსთან შიმშილობეს - აქციის მონაწილეებს, მათ შორის ქალებს, პირი აქვთ ამოკერილი და ამ დრომდე დახმარების მოლოდინის იმედად არიან.
„რადგან „ქართული ოცნება“ ამ ხალხთან არ მიდის და არ ინტერესდება, რაზე აქვთ მათ პრეტენზია და რატომ შიმშილობენ, პარლამენტში წარმოვადგენ ფოტოებს,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.