მომდევნო ღია კარის დღის კონკრეტული თარიღის შესახებ მეთორმეტე კლასის მოსწავლეების ინფორმირებას ადგილობრივი რესურსცენტრის დახმარებით სკოლის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.
სტუდენტები მხოლოდ ერთ გამოცდას ჩააბარებენ. გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს, ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას.