„ამ სასმართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებს ვინმე ენდობა? ჩინჩალაძე-მურუსიძე და სასამართლო გადაწყვეტილებები სააკაშვილის მმართველობის დროს თუ მიუღებელი იყო, „ქართული ოცნების“ დროს გაკეთილშობილდნენ?“
სერგო ჩიხლაძე სხვა ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს, რომ „თითოეულ ხმას მიადევნონ თვალყური, რადგან ერთი, ორი, სამი ხმის დაკარგვით და ბიულეტენის გაქრობით შესაძლებელია მეორე ტურის ბედის გადაწყვეტა“.
მისივე განცხადებით, ოპოზიციური პარტიების რთული მუშაობის და 19 აპრილის შეთანხმების დამსახურებაა, რომ ეუთო/ოდირის რეკომენდაციების ნაწილი „საარჩევნო კოდექსში“ ასახულია.