აღნიშნული შესახებ რიბიაკოვმა რუსულ მედიასთან ისაუბრა და განაცხადა, „რუსეთი იძულებული იქნება მიიღოს ადეკვატური საწინააღმდეგო ზომები, მათ შორის ასიმეტრიული ხასიათის.“
დასავლეთი უკრაინას დამატებით იარაღსა და სამხედრო დახმარებას უგზავნის მას შემდეგ, რაც ბუჩაში და კიევის რეგიონის სხვა ქალაქებში რუსეთის სამხედრო დანაშაულები ცნობილი გახდა.
აღნიშნულის შესახებ Reuters წერს და აღნიშნავს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის ამ გაფრთხილებამ კონტინენტზე ახალი შეიარაღების დაგროვების რისკი გააჩინა.