ფესტივალზე დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს უახლეს მიდგომებს მარკეტინგში და მიიღოს რეკომენდაციები არსებული ტექნოლოგიების პრაქტიკაში ეფექტურ დანერგვაზე.
სელფი კომპანიის მიერ შექმნილი ქართული ბრენდია, რომელიც აერთიანებს ადგილობრივ ტელეკომ ინდუსტრიაში მოღვაწეობის მრავალი წლის გამოცდილებას, მნიშვნელოვან საერთაშორისო პრაქტიკას და ციფრული ტრანსფორმაციის წარმატებულ ისტორიას.