საყოველთაო შიმშილობის აქციას, რომელიც პარტიის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, ასევე არსებული პოლიტიკური ვითარების გასაპროტესტებლად დაიწყო, უკვე 200-ზე მეტი მოქალაქე შეუერთდა.
„მათ შეუძლიათ, ეს უფლება გამოიყენონ, თუმცა ძალიან სამწუხაროა, როცა 200 ადამიანი შიმშილობას ბელადის შანტაჟის გამო იწყებს. ეს არის სამწუხარო მოვლენა, რაც პოლიტიკას არ წაადგება, თუმცა ეს მათი გადაწყვეტილებაა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.