"ეს ყველამ გაიმეორა: ჩვენ ვდგავართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენობის მხარეს და ეს არის ჩვენი ურყევი პოზიცია" - განაცხადა პრეზიდენტმა ვიზიტის შეფასებისას.
"ბერლინის კედელი ჩვენთვის, ყველასთვის უკრაინელებისთვის, ქართველებისთვის, მოლდოველებისთვის არის ყველაზე დიდი მაგალითი, რომ ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფერი თავდება" - აღნიშნა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტზე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე, უკრაინის მხარდაჭერისა და სოლიდარობის საკითხებზე.
"საქართველოში დაგვიანდა მაღალი დონის ვიზიტები. ქართველი ხალხი ელოდება იმას, რომ აქ მაღალი დონის ვიზიტორები ჩამოვიდნენ - თუნდაც პრეზიდენტი, რომელსაც ველოდებით" - აღნიშნა ზურაბიშვილმა.