საპროტესტო აქციის მონაწილეები, "ტვ პირველის" ოპერატორის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ, ისინი მმართველ გუნდს გადადგომისკენ მოუწოდებენ.
"აქ დგას ერი, ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება, არ შევუერთდეთ მათ, მით უმეტეს, როცა ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს ხელკეტების ენით ლაპარაკი დაუწყო" - ირაკლი შიხიაშვილი.