"ესტონეთი ყოველთვის აცხადებს, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა იმ მოვლენების ხილვა, რაც კონტროლირებადი ტერიტორიის მიღმა ხდება" - განაცხადა კალე ლაანეტმა.
მისივე თქმით, „მნიშვნელოვანია, რომ მათ დავანახოთ ის სიკეთეები, რაც ქვეყნისთვის ევროკავშირში ინტეგრაციას, ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობას და სავიზო ლიბერალიზაციას მოაქვს“.