საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები სულაბერიძის მიერ ეროვნულ გალერეაში ნახატის ნაცვლად დატოვებული წარწერის გამო აღძრულ საქმეს ცისფერ გალერეასთან აპროტესტებენ.
4 თებერვალს ეროვნულ გალერეაში გამოფენაზე მხატვარმა, სანდრო სულაბერიძემ კედლიდან საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით დაწერა ფრაზა – „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“. შსს-მ გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.
ალექსანდრა გაბუნიას აზრით, „სანდრო სულაბერიძეს არავინ დაიჭერს, თუმცა დაუწესებენ ჯარიმას, რაც გაბუნიას თქმით, გამართლებული იქნება“. ეროვნული მუეუმის საგამოფენო განყოფილების უფროსი ასევე წერს, რომ აღნიშნული ჯარიმა გამოფენის სპონსორმა უკვე გადაიხადა.