ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოსთან და მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს.