საია-ს განცხადებით 5 ივლისს დაირღვა ევროპული კონვენციის 4 მუხლი: წამების აკრძალვა, გამოხატვის თავისუფლება, სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა.
"უკანონობა ხორციელდება იმ ფონზე, როცა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად სულ რაღაც ხუთ თვეში ამბიციური დემოკრატიული რეფორმები აქვს განსახორციელებელი"
"დეოლიგარქიზაციისთვის მაინც და მაინც საჭირო არ არის კანონის მიღება, საჭიროა ძლიერი ინსტიტუციები, ამისთვის კი რეფორმებია საჭირო, ამ რეფორმების ნება დღეს ხელისუფლებისგან, სამწუხაროდ, ვერ დავინახეთ" - აცხადებს საიას ხელმძღვანელი.