„მათივე ინტერპრეტაციით ვიტყვი, რომ თითქოს ეს არის უარის თქმა ევროკავშირის წევრობაზე და ინტეგრაციაზე და ზოგადად, კურსზე. რაც, რა თქმა უნდა, არის შეურაცხმყოფელი ტყუილი,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.
„ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა არის სრული უპასუხისმგებლობა ქვეყნის და ხალხის წინაშე,“ - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„2012 წლიდან, ბატონი პრემიერი იყო პრემიერი, როდესაც მივაღწიეთ უმაღლეს ნიშნულს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის. ეს ურთიერთობა გრძელდება დღესაც,“ – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.