უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბში აღნიშნავენ, რომ გაერთიანებული ძალების ერთეულები სიტუაციას აკონტროლებენ და აგრძელებენ დავალებების შესრულებას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შესაკავებლად.
უკრაინის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, გაერთიანებული ძალების ქვედანაყოფების დისკრედიტაციისთვის, წვრთნებს თან ახლავს რუსული პროპაგანდისტული მედიის საქმიანობის გააქტიურება, ახალი ყალბი მასალების მომზადებით.
საინჟინრო-საასპარეზო ნაწილის სამხედროებმა ხანკალიდან გუდაუთის მიმართულებით სამხედრო ტექნიკით მსვლელობა მოაწყვეს. ამ დროისთვის სპეციალისტები რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე არიან განლაგებული.