უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორის კვლევის მიხედვით, 2022 წლის იანვრიდან-ნოემბრამდე რუსეთის მოქალაქეების წილი, თბილისში სახლის/ბინის ნასყიდობის ტრანზაქციებში 0,9%-დან 5%-მდე გაიზარდა, ხოლო ბათუმში 5%-დან 17,6%-მდე.
როგორც ვოლკოვი ამბობს, საქართველოში რუს ტურისტებს სამზარეულო, მთები და ზღვის სანაპირო იზიდავს, თუმცა, ამის მიუხედავად, მისი თქმით, საქართველო მაინც ვერ დაიკავებს თურქეთის ადგილს, ვინაიდან თურქეთში სხვა დონე და ხარისხია.