მან ასევე აღნიშნა, რომ თუ რუსეთის ფედერაცია დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარებას გადაწყვეტს, მოსკოვი მინსკის შეთანხმებიდან დე ფაქტო და დე იურე გავა.
უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბში აღნიშნავენ, რომ გაერთიანებული ძალების ერთეულები სიტუაციას აკონტროლებენ და აგრძელებენ დავალებების შესრულებას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შესაკავებლად.