„ვფიქრობ, რომ დეკემბრის ბოლოს, როცა წევრი სახელმწიფოები გადაწყვეტილებას მიიღებენ, თქვენ მოგცემენ სტატუსს დამატებითი პირობებით, ისე როგორც უკრაინას და მოლდოვას მისცეს გასულ წელს.“
იოზვიაკის განმარტებით, თუ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება მოხდა, ამ სტატუსს მოჰყვება დათქმები, რომ ქვეყანა მომდევნო ეტაპზე გადავიდეს და დარჩენილი რეკომენდაციები შეასრულოს.
„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის თქმით, სტატუსის მიღებამდე დარჩენილ დროში საქართველოს ხელისუფლებამ რეკომენდაციების შესრულებაზე უნდა იმუშაო.