სექტორული რეკომენდაციების დაცვასთან ერთად, აქცენტი აკრძალული ღონისძიებების ორგანიზებაზე გაკეთდება. დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკურ პირს 2 000 ლარიანი, იურიდიულ პირს კი 10 000 ლარის ოდენობის სანქცია დაეკისრება.
"გაიცა რეკომენდაცია, მობილიზებული იყოს ოთახების რაოდენობა, რათა როგორც ინფიცირებული, ასევე მასთან კონტაქტში მყოფი ადამიანები, ვისაც სახლში იზოლირების პირობები არ აქვს, სატუმროში გადაიყვანონ" - თქვა გამყრელიძემ.