„ნივთმტკიცებად ამოღებულია ვაგონ-ცისტერნიდან მოპარული დაახლოებით ტონა-ნახევარი საწვავი, რომელიც მოთავსებული იყო 87 ცალ 20-ლიტრიან ბიდონში. ასევე ამოღებულია 127 ცარიელი 20-ლიტრიანი ბიდონი“ - აცხადებენ შსს-ში.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.