„საქართველოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გატარებული სხვადასხვა ღონისძიების მიუხედავად, ქალებს ძალადობა კვლავ საკუთარი სიცოცხლის ფასად უჯდებათ“ - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.
„მინდა, უზარმაზარი მწუხარება გამოვხატო ფემიციდის კიდევ ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელიც ერთი მხრივ, ვანდალიზმი, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადო ტრაგედიაა“ - აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.
„მოვუწოდებ, განსაკუთრებით პოლიტიკოს კაცებს, ხმა ამოიღონ და მყარად დადგნენ იქ, სადაც დემოკრატიული საზოგადოების ყველა წევრი უნდა იყოს“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.