თეა წულუკიანის თქმით, ვისზეც არ უნდა გავრცელდეს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი, იქნება ეს პოლიტიკური ოპონენტი თუ მმართველი გუნდის წევრი, დასაგმობია.
ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" სტუმრად უმრავლესობის დეპუტატი და იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია ყავდა. გადაცემაში მთავარი განსახილველი თემა კი რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები იყო.