თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, მედიცნის მეცნიერებათა დოქტორმა ყარამან ფაღავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „პირადი ექიმი“ ბავშვთა სეზონურ სისუსტეზე ისაუბრა
დღეს გავრცელებული ვირუსებიდან ყველა H1N1,ანუ ღორის გრიპი არ არის (ბევრს მეკითხებიან დაპანიკებული ადამიანები). ამ პერიოდში, აგრეთვე, ვხვდებით ადენოვირუსებს, რინოვირუსებს, ნოროვირუსებს, რესპირატორულ-სინციტიალურს და ა.შ.
რაც შეეხება ანტივირუსულ პრეპარატს, ოსელტამივირს (ტამიფლუს), ასე ხელაღებით, ექიმის დანიშნულების გარეშე, პრევენციის მიზნით ნუ გამოიყენებთ.