„ევროკომისიის ზეპირი შეფასების შემდეგ, ზოგიერთი პრიორიტეტის მიმართულებით გარკვეული პროგრესი მიღწეული იქნა, თუმცა სამუშაოს გასააქტიურებლად, დრო კიდევ არის დარჩენილი“.
მისივე განცხადებით, „ვენეციის კომისია თავის ბოლო რეკომენდაციაში ძალიან ნათელი იყო, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ [ასეთი] კანონის არსებობის იდეა სწორი არაა და სერიოზულ რისკებს შეიცავს“.
„მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ამ შესაძლებლობით ისარგებლონ და 12 პრიორიტეტში აღწერილი რეფორმები განახორციელონ“ - აცხადებს პაველ ჰერჩინსკი.