პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ „ეს არის არა დეოლიგარქიზაციის, არამედ ოლიგარქიზაციის გამყარების კანონი, რომელიც გულისხმობს ივანიშვილის ძალაუფლების გამყარებას და ოპონენტების დევნას“.
„მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის მეგობრები დასავლეთში, ჩვენგან ელოდებიან ერთობას, პირადი ინტერესების გვერდზე გადადებას, პასუხისმგებლობის აღებას და ხელისუფლების ცვლილებას“.