„დროას“ თქმით, კოლომინას განცხადება იმაზე მეტყველებს, რომ ალიანსში უკვე აღარ აქვთ იმედი, ქართული ოცნების ხელისუფლებას ნატოში ინტეგრაციის პოლიტიკური ნება ჰქონდეს.
"პირდაპირ წერია, რომ საქართველო სხვა ქვეყნებთან ერთად არის სავაჭრო გზა, კერძოდ კი, საზღვაო-სავაჭრო გზა რუსეთისთვის და ბელარუსისთვის სანქცირებული ტვირთების გადაზიდვისა, ეს არის წარმოუდგენლად სკანდალური ინფორმაცია" - აღნიშნა ხოშტარიამ.