"სწორედ ამ პასუხისმგებლობით მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება. მისი ნებისმიერი ნაბიჯი არის განპირობებული უსაფრთხოების განმტკიცებით და იმით, რომ ქვეყნის უსაფრთხოებას დამატებითი საფრთხეები არ შეექმნას" - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.
"ჟან მონეს დიალოგი არის არა სპონტანური და ცალმხრივად დაგეგმილი აქტივობების ფორმატი, არამედ თანამშრომლობაზე დაფუძნებული პროცესი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მისი სწორი მომზადება და განხორციელება, რათა ეს ინსტრუმენტი პოლარიზების შემცირების ნაცვლად, თავად არ იქცეს პოლარიზების წყაროდ"