საპილოტე პროექტი უკვე დაიწყო, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე ადგილობრივი კომპანია ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადადის, ხოლო თანამშრომლების ხელფასი იგივე რჩება.
იდეის ითვალისწინებს იმას, რომ თანამშრომლები იმუშავებენ კვირაში ოთხი დღის განმავლობაში და აიღებენ იმავე ხელფასს, რაც 5-დღიანი სამუშაო კვირის შემთხვევაში ჰქონდათ.
ბრიტანული გამოცემა „გარდიანის“ ინფორმაციით, ესპანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც მომავალში ოთხდღიანი სამუშაო კვირის შემოღების მიზნით ამ მიმართულებით სატესტო-ექსპერიმენტულ პროექტს განახორციელებს.