ჯანდაცვის მინისტრია მოადგილის თქმით, სწორედ მოსალოდნელი სწრაფი გავრცელების პირობებში, ჰოსპიტალური სექტური ინარჩუნებს დიდი რაოდენობით მობილიზებულ საწოლებს.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, კვლევებით დადასტურებულია, რომ „ფაიზერის“ „ბუსტერ“ დოზას „ომიკრონის“ მიმართ მაღალი დამცველობითი უნარი აქვს, რის გამოც მოსახლეობას მოუწოდებს „ბუსტერ“ დოზით აიცრან.
„პირველი ორი შემთხვევა, რომელიც დადასტურდა ორშაბათს, მათი კონტაქტების გამოკვლევა მოხდა და ყველას დაუდასტურდა, ყველა მათგანი ვაქცინირებული იყო,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ სააკორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.