იტალიაში, „ომიკრონ“ ვარიანტმა გავრცელება დაიწყო. ქვეყანაში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 44 595 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 168 ადამიანი დაიღუპა.
ესპანეთში მოსახლეობის 80% აცრილია, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში ვირუსის ახალი ვარიანტის, „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელების ფონზე, ქვეყანაში ყოველდღიურად „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.