სამხარაძემ გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება პრორუსულ კურსს ატარებს.
„ჩნდება კითხვა: ვისი ეშინიათ ასე? პასუხი ძალიან მარტივია, ვისიც მალე სომხეთსაც აღარ შეეშინდება ან უკვე აღარ ეშინია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის თქმით, სააკაშვილი ისეთი მასშტაბის ფიგურაა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ ყველა ადამიანს გადაწონის, ამიტომ ეშინიათ მისი და არ იციან, როგორ მოიქცნენ.