"მოლაპარაკებების ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით გააქტიურებულ ნაბიჯებზე".
„ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ვუპირისპირებთ იმ პოლიტიკას, რომელსაც ჯერჯერობით შედეგი მოაქვს და ყველანაირად შევეცდებით და შევძლებთ მივაღწიოთ იმ შედეგსაც, რომ მათ საბოლოოდ შევუშალოთ ხელი ყველა არაკანონიერ ქმედებაში“, - განაცხადა კახა კუჭავამ.