„მე მაქვს განცდა, რომ მთავრობას უბრალოდ არ უნდა, მიხეილ სააკაშვილი იმ მდგომარეობაში იხილოს, რომელშიც ის არის. მათ არ უნდათ, რომ მილიონობით ადამიანმა პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნახოს.“– განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
როგორც ნუგზარ წიკლაურმა აღნიშნა, პირველ რიგში, ის რაც ახლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება, ამ პოლიტიკური პარტიის ევროპულობის, ევროპული სივრცისკენ სვლის მკაფიო დადასტურებაა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა გაერთიანების შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროასა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ იდეაზე ისაუბრა.