კანონპროექტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღება დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, ნაცვლად მოქმედი რედაქციით განსაზღვრული ექვსიდან თერთმეტ წლამდე დადგენილი სანქციისა.
მმართველ ძალაში ამტკიცებენ, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი, მნიშვნელოვანი მიმართულება, სამართლიანი ნარკოპოლიტიკაა, დარგის სპეციალისტები კი, საპირისპიროს ფიქრობენ და მიიჩნევენ, რომ მიდგომა კვლავ რეპრესიულია.