ჭიათურაში, საბაგიროს მშენებლობისას მამაკაცი დაიღუპა. აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს. რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი, უწყებაში ვერ აკონკრეტებენ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მამაკაცს დენმა დაარტყა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.