ჭავჭავაძის #5-თან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ამ წუთებში ვითარება დაიძაბა. აქციაზე შეკრებილებმა ჭავჭავაძის გადაკეტვა მოისურვეს, რის საშუალებას მათ პოლიცია არ აძლევთ.
ჭავჭავაძის გამზირის #5-ში სამუშაოების მწარმოებელ ძირითად კომპანია შპს „ლეჩკომბინატს“, აღნიშნულ ადგილზე სამუშაოების წარმოების უფლება დროებით შეუჩერდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახურში განაცხადეს. როგორც შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე განმარტავს, შემოწმების შედეგად გამოვლინდა რამდენიმე ნორმის დარღვევა, მათ შორის შრომის ინსპექტირებისთან დაკავშირებულ საკითხებში.
ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით ვაკე-საბურთალოს პოლიციაში კომპანიის „ხიმიჯ სერვის 2“- ის წარმომადგენლებისგამოკითხვა მიმდინარეობს. ამის შესახებ ადვოკატმა გიორგი ყიფშიძემ განაცხადა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.