"ჯერ პროცესი არ დასრულებულა, პირველ ივლისს უნდა გაგრძელდეს სასამართლო პროცესი და დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო" - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
„სირცხვილიას“ ცნობით, აქციის მონაწილეები 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.