„იმ კაცს კი, რომელმაც ჩემი მარიამი მოკლა, სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოს. მას ბევრი ადამიანი ჰყავს გამწარებული და მეშინია ბავშვებსაც რამე არ დაუშავოს“ - ამბობს მოკლულის დედა.
ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს ცივი იარაღის გამოყენებით ყელისა და მკერდის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა.