თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე მოკლულ მამაკაცს ცეცხლნასროლი ჭრილობა სახის არეში აქვს მიყენებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გაგა კირკიტაძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, გარდაცვლილი 50 წლისაა.
თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, 40 წლამდე მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული. მომხდარ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, თუმცა, დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.